ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს

დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

სამართალდამცველებმა 48 წლის კაცი დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

“ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა.” – ამბობენ ადგილობრივები.

დატოვეთ თქვენი კომენტარი