ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 ოფიციალურად გადაიფორმა

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 ოფიციალურად გადაიფორმაბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა.
ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

პირველი