დაკავების ახალი სერია – ამჯერად პროკურატურის სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვაა. რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააპატიმრეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებას წინ უძღოდა მუქარა ოქრუაშვილის მისამართით. თავდაცვის ექსმინისტრი ამტკიცებს, რომ მას ივანიშვილის შუამავალმა უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიჭერდნენ. ოქრუაშვილის დაცვას, კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ, ადასტურებენ მხოლოდ […]
კატეგორია: სამართალი
გახარია პროკურატურამ დაკითხა
სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს პატიმრობა შეეფარდა
20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა 17 ივლისს გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დეთანხმა. ადვოკატმა […]
თურქეთიდან ყალბი 100 დოლარიანები შემოიტანეს – 2 კაცი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. მათივე ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10.000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა – ”21 ივნისს მან დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს”
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის […]
ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი ბ.მ. მოკლეს
დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. სამართალდამცველებმა 48 წლის კაცი დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. “ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა.” – ამბობენ ადგილობრივები.
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში მოქმედმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების […]
„რუსთავი 2“-ის მეწილე ნინო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივლა
„რუსთავი 2“-ის ცხრაპროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გენერალურ პროკურატურაში არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. „2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, მაგრამ ეს არ მოხდა და დოკუმენტები, რომელიც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ეს არის 220-ე მუხლი, ასევე 182 და 205-ე პრიმა მუხლები. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო […]
შსს- მ ვატო გელაშვილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი დააკავა. “ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, დაკავება უკავშირება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას იმიტომ, რომ ჩვენ, ხელისუფლება უამრავ კორუფციულ გარიგებაში ვამხილეთ და თუ ფიქრობენ, რომ ამით გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან,”-განუცხადა კურიერს “შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელმა, ქეთი ენუქიძემ. ორაგნიზაცია “შეაჩერე კორუფციის” მიერ სხვადასხვა კორუფციული ფაქტებია გამოვლენილი.
შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენებზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით. […]










