კატეგორია: სამართალი

”სვეტის” დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს 8 წელი მიესაჯა, თორნიკე ჯანელიძეს – 6,5

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გივი ჯიბლაძისა და გენერალური დირექტორის თორნიკე ჯანელიძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ჯიბლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანელიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. „საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გივი ჯიბლაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. თორნიკე ჯანელიძეს სასჯელის […]

ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს გაუკეთებენ – სააპელაციომ გირაო ძალაში დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. მან ამ გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დატოვა. ამასთან, პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა. ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა, გიორგი […]

ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

2014 წელს მოკლული დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების საქმეზე ბრალდებული გიორგი ყუფარაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს დღეიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ბრალდებული ყუფარაძის საქართველოში ექსტრადირება გასული წლის ნოემბერში მოხდა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ მეორე პირს, ვასილ გოშაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ვინაიდან მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა. ბრალდებული პირები, […]

მაგდა პაპიძე – “ჩემი ქმარ-შვილი სპეცრაზმელმა მოკლა, გორის მხარეს ცხოვრობს, ტყვიავს ახსენებდა ხოლმე ომარი”

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე “იმედის კვირასთან” ყვება, თუ როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს საპატიმროში. მისი თქმით, ციხემ საკუთარი თავის სიყვარული ასწავლა. “ციხეში რა გამოვიარე, საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ვისწავლე. დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვაკოცე”. პაპიძე ციხეში ხატავს, მუშაობს თიხაზე და ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს. ”ძნელია ნამუშევრებით მოყვე, რაც შიგნით იგრძნობა, […]

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში 1 მსჯავრდებული დაჭრეს

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში ერთი მსჯავრდებული დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ. ​ მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, ხოლო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ნიუპოსტი

ქართველი ექთანი საბერძნეთში საავადმყოფოდან გადახტა და დაიღუპა

29 ივნისს დილით ქართველი ქალის მცდელობა, რომ საავადმყოფოში შესულ კონტროლის სამსახურს გაქცეოდა, ტრაგიკულად დასრულდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 50 წლის ქართველი ქალი საავადმყოფოში ექთნად არალეგალურად მუშაობდა (ე.წ. “აპოკლისტიკი”). როდესაც იქ შემოწმებაზე შევიდნენ, ძალიან შეეშინდა და იფიქრა, რომ ფანჯრიდან გადახტომით უშველიდა თავს. ის პირველი სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. როგორც მედია წერს, მას ღამეში 30 ევროს უხდიდნენ, რათა […]

იზა ქავთარაძის გარდაცვალებისთვის მილანში აფრიკელი მოჰამედ კაგბო დააკავეს

3 თვის წინ, მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, სახელად მოჰამედი, რომელმაც ქართველ გოგონას სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. მედიის ინფორმაციით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა და იზა ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნო. „სამართალდამცველები თვეების […]

დაპირისპირება გორის სასამართლოში _ დაიწყო 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედის საქმის განხილვა

გორის რაიონულ სასამართლოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმის განხილვა იწყება. სასამართლოს შენობაში იმყოფებიან, როგორც ბრალდებულის ოჯახის წევრები, ასევე ბავშვის მამის ახლობლები. აღნიშნულ მხარეებს შორის პროცესის დაწყებამდე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მოკლული ჩვილის მამის ახლობლები მომხდარში ადანაშაულებენ ბრალდებული არასრულწლოვნის დედასაც და აცხადებენ, რომ ის სავარაუდოდ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა შვილის დანაშაულებრივ განზრახვასთან დაკავშირებით. „ამის […]

ცოტნე დადიანის ქუჩაზე “ავერსის” აფთიაქი დააყაჩაღეს

ცოტნე დადიანის ქუჩაზე “ავერსის” აფთიაქი დააყაჩაღეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.

პროკურატურა მელიასთვის გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს

გენერალური პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას, გუშინ, აღკვეთის ღონისძიების სახით 30.000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ნიკა მელიას სასამართლოს განჩინებით დაეკისრა სხვა ვალდებულებებიც. ამ ვალდებულებების მიხედვით, ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა […]