3 თვის წინ, მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგონას, იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, სახელად მოჰამედი, რომელმაც ქართველ გოგონას სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.
მედიის ინფორმაციით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა და იზა ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნო.
„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის საქართველოში ყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალური დასის მსახიობი იყო“, – წერს lastampa.it .
იპნ

