თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 37 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გულ-მკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილობრივები მომხდარს წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე განცხადებით, მოკლული მამაკაცი ყაზახეთში ცხოვრობდა და ის სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]
კატეგორია: სამართალი
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა. სასამართლო დარბაზში მყოფი ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს. ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის […]
თელავში 50 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ნიკა მელია შესაძლოა დღესვე დააკავონ – პროკურატურა სასამართლოს მიმართავს
ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა დღეს სასამართლოსგან მოითხოვს. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სავარაუდოდ დღესვე დააპატიმრებენ.ნიკა მელიას ადვოკატი პროცესზე არასაპატიმრო, ან ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. “ყველა, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა მის სურვილთან, რბილად რომ ვთქვათ, არ ინანებს საკუთარ სინდისთან, როგორც მინიმუმ. ძალიან ბევრს […]
სვანეთში 12 წლის გოგონას მამა, დავით გაბლიანი, შემოაკვდა
“სვანეთინიუსის” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ხაიშის თემში ოთარ ჭკადუა აცხადებს, ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით, კერძოდ თოფით თამაშობდა, როდესაც მამის მიმართულებით შემთხვევითი გასროლა მოახდინა. გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია. დავით გაბლიანი იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მომხდარის […]
”აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველმა კონსულტანტი მძევლად აიყვანა – დამნაშავე დაკავებულია
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, “აიპლიუსის” მაღაზიაში მძარცველი შეიჭრა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” “აიპლიუსის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, პირს, რომელსაც დაყაჩაღება უნდოდა, ხელში დანა ეჭირა. “დანა ეჭირა ხელში, ერთი პირი შემოვიდა და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა”, – განაცხადა “აიპლიუსის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ. აღნიშნული პირი დაკავებულია. როგორც “აიპლიუსის” კომუნიკაციის მენეჯერმა გოგა თირქიამ განაცხადა, მძარცველმა მძევლად […]
ბექა ბასილაია და აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადვოკატი ბექა ბასილაია გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” თავად ბასილაიამ დაუდასტურა. მისივე განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორი ამავე საქმეზე დაკავებულმა ყველა პირმა დატოვა. “მას შემდეგ, რაც ჩემი საჩივარი გავიწვიე, პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდა ყველას გათავისუფლების მოთხოვნით. ამით პროკურატურას შერცხვენილი სახის ჩამორეცხვა უნდოდა, მაგრამ ეს უსუსური მცდელობაა […]
ხულოში 40 წლის კაცი მოკლეს
25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხიხაძირის ხეობაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე კაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა შუადღისას სოფელ ხიხაძირის ცენტრში, სავაჭრო ობიექტის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კაცი და მიიმალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. „დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში. ბათუმელები
თელავში 27 წლის ქალი ტყვიით დაჭრეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაცით, ქალს ტყვია შემთხვევით მოხდა და მისი მისამართით არ უსვრიათ. დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ის თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაჭრილი ქალის მსგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე […]
ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალი დაარბიეს
მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ფესტივალი არ გაუქმდეს, – ამის შესახებ ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორის „Mountain Set“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზატორები ყაზბეგში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან. „Mountain Set“-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული […]







