პოლიციელების მიერ პროკურორ კაკალიას ცემის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს

პოლიციელების მიერ პროკურორ კაკალიას ცემის ფაქტს გენინსპექცია სწავლობსისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ივანე კაკალიას ცემის ფაქტთან დაკავშირებულ საკითხს გენინსპექცია სწავლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული ფაქტის გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორს თბილისში, დადიანის გამზირზე სახალხოდ, უამრავი ადამიანის თვალწინ გაუსწორდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოძალადეები გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. აღნიშნული შემთხვევა 29 მაისს მოხდა.

იპნ