რუსთავში 31 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს – ვიდეო

რუსთავში 31 წლის ქალის გაუპატიურება სცადეს - ვიდეოსექსუალური ძალადობის ფაქტი მოხდა რუსთავში.

31 წლის ქალის გაუპატიურება ცენტრალურ პარკში სცადეს.

“ინფო რუსთავს” დაზარალებული გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.

ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, შემოვლაზე მყოფმა პარკის დაცვის თანამშრომელმა გაიგო და მისი გადარჩენა მოახერხა.

მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.

გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა სახის და მარჯვენა ხელის არეში, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.”