ისანში, “დირსის” დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. „4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, – აცხადებენ თვითმხილველები. იპნ
კატეგორია: სამართალი
რუსთავში მამაკაცი დააკავეს
რუსთავში მამაკაცი დააკავეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XXI მიკრორაიონში, 40 წლამდე მამაკაცის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, მჭიდითა და ვაზნებით ამოიღო. სამართალდამცავებმა მამკაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. ინფორუსთავი
ბესიკ ბუჯიაშვილი – “დიტო ბუჯიაშვილი მემუქრება”
მოქალაქე ბესიკ ბუჯიაშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიან. ბრალდებების ადრესატი დიტო ბუჯიაშვილია, რომელსაც სავარაუდო დაზარალებული სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. “ბატონი დიტო ბუჯიაშვილი, რომელიც იყო კახეთის სუს-ის უფროსი, ბატონი გიორგი ზედელაშვილის დის ქმარი, მესიჯებს მწერს და მემუქრება. არ ვიცი რა დავუშავე ამ ადამიანს. მე ვუკავშირებ იმას, რომ […]
მანქანა ხაშურთან მიატოვეს – ალექსი ნიადაგიშვილის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
დაკავებულია მამაკაცი, რომელიც აღდგომის ღამე სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმის ფიგურანტია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 29 წლის მამაკაცი, დაკავებულია. მას საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. პოლიცია მკვლელობის საქმის ფიგურანტ კიდევ 3 პირს ეძებს. სოფელ დირბის მკვიდრთა ინფორმაციით, სწორედ 4-მა კაცმა დატოვა სუფრა აღდგომის ღამეს ავტომობილით, როცა მკვლელობა მოხდა. ტვ […]
50 წლის მასწავლებელი 13 წლის მოწაფისადმი სექსუალური ბრალდებისთვის დააკავეს
სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია მასწავლებელი. სავარაუდო დანაშაული რამდენიმე კვირის წინ შიდა ქართლში მოხდა.50 წლის მამაკაცს, ინფორმატიკის მასწავლებელს 13 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. დაზარალებული პოლიციას უყვება, რომ სექსუალური ძალადობა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით გაკვეთილზე დაიწყო. ბავშვთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ. ფაქტს უარყოფენ სკოლაში და ამბობენ, რომ მოსწავლემ მასწავლებელს ძალადობა დააბრალა. – მივიდა, უნდა აეხსნა და მხარზე დაადო ხელიო და ეტყობა […]
ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება […]
სენაკში პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს
სენაკში, სამართალდამცველის ცემის ბრალდებით, 3 ახალგაზრდა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ სენაკის პოლიციაში კითხავენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია. მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა. „არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი, თვითონ ტერმინი თავდასხმა არის აბსურდი და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეკრებულ […]
“რუსთავის სასაფლაოდან ეკლესია მოგვპარეს”
რუსთავში სასაფლაოები გაქურდეს. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი “ინფო რუსთავის” ღია ჯგუფში წერს, მას ნივთი დედის საფლავიდან მოპარეს. “დედის საფლავზე, რომელიც 8 თვის გარდაცვლილია, ეკლესია მოგვპარეს! ხალხნო, ყველაფრის მოპარვა გამიგია, მაგრამ ეკლესიის მოპარვა არ გამიგია, შიგნით დედას სურათი და სანთლები გვედო, არ ვიცი რა ვთქვა , უფალმა შეუნდოს ეს საშინელი ცოდვა ამის გამკეთებელს”, – წერს ნათია […]
ჩხოროწყუში ავარიაში რუდიკ ლემონჯავა დაიღუპა
ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 22 აპრილს, ღამით მსუბუქი ავტომობილი ბეტონს შეეჯახა. გარდაცვლილი სოფელ ზუმის მკვიდრია 30 წლის მამაკაცია. ის რუდიკ ლემონჯავაა. “მთელი სოფელი გლოვობს. გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა”,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს სოფლის რწმუნებული, ბაკურ ქომეთიანი. პრაიმ ტაიმი
პირს, რომელმაც ვაკეში ავტობუსში პირი დაჭრა, ბრალი წარედგინა
პირს, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, ბრალი წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის […]








