კატეგორია: სამართალი

უკრაინის მოქალაქე კომიკოს ამიკო ჩოხარაძეს ძარცვაში ადანაშაულებს

უკრაინის მოქალაქე კომიკოს ამიკო ჩოხარაძეს ძარცვაში ადანაშაულებს

კომიკოსი და ბერა ივანიშვილის ძმაკაცი დიდ სკანდალში ეხვევა.  უკრაინის მოქალაქე ამიკო ჩოხარაძეს ძარცვაში ადანაშაულებს. ინციდენტი იმ სტრიპტიზ კლუბში მოხდა, სადაც ჩოხარაძე მეწილეა და როგორც დაზარალებული ამტკიცებს,  ვითარებას აკონტროლებს. უკრაინელი მამაკაცი, რომელიც მეორე დღეს ომში მიდიოდა, მოტყუებით   კლუბში ჩაიყვანეს და 6 ჭიქა შამპანურში 7 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს. კლუბის მეწილე, ამიკო ჩოხარაძე,  უკრაინის მოქალაქეს დაემუქრა, თანხა […]

დეტექტივს, რომელსაც წყნეთში პიროვნება შემოაკვდა, ბრალი წარედგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, თბილისში, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დეტექტივი და სამმართველოს უფროსი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესახებ […]

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდნენ. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე გამოძიება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. საუბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომლის ანგარიშში წერია, რომ მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები ხალხის ფულს სოციალური შემწეობების სახით იღებდნენ, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე თანხები იხარჯებდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეძენილ […]

„ექიმი მჭირდება, ხელი მომკიდეთ“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ცუდად გახდა

„ექიმი მჭირდება, ხელი მომკიდეთ“ - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე ცუდად გახდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა, მან პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ექიმის დახმარება ითხოვა. „ექიმი მჭირდება, ხელი მომკიდეთ”- თქვა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომათა დარბაზიდან საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიყვანეს. მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაუიწყო. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, გაიხსენა კახა ბენდუქიძე და ომში დაღუპულებს პატივი მიაგო. სააკაშვილმა სასამართლოს […]

ესპანეთში 77 მილიონის კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

ესპანეთში 77 მილიონის კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

ესპანურმა პოლიციამ კანარის კუნძულებზე სათევზაო გემი დააკავეს, რომლის ბორტის წევრებსაც 77 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ. დაკავებულ ბორტის ხუთ წევრს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი ცნობით, თითქმის სამი ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ესპანურმა სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა გემის ერთ-ერთი საწვავის ავზში დამალული იპოვა. დაკავებულებს შორის 4 თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორუსთავი

ამნისტიის კანონში ცვლილების გამო 250-მა პატიმარმა დატოვა ციხე

ამნისტიის კანონში ცვლილების გამო 250-მა პატიმარმა დატოვა ციხე

ამნისტიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დღეს საპატიმროს ქვეყნის მასშტაბით 250-მდე პატიმარი დატოვებს. გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური დახვდნენ. 12 აპრილს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ ]კანონი მიიღო. მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველას, ვინც 2020 წლის 5 მარტიდან […]

ადვოკატი საძაგლიშვილი – “ოცნება” ანადგურებს სააკაშვილის ჯანმრთელობას”

საძაგლიშვილი - "სააკაშვილს უთხრეს, რომ ციხის საწყობში ტელევიზორები არ აქვთ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლება გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეს მორიგი სხდომა გაიმართება საქმეზე, რომელზეც, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ედავებიან და ედავებიან საკუთარ სამშობლოში იმ ფორმით დაბრუნებას, რაც ნებისმიერ არეულობას, პროვოკაციას და სიტუაციის დესტაბილიზაციას გამორიცხავდა. ერთადერთი, ვისი სიცოცხლეცა და ჯანმრთელობაც დადგა საფრთხის […]

კოკა კაციტაძე – “პოლიციელმა წყნეთში მამაკაცის შებოჭვა სცადა, როდესაც მას იარაღი გაუვარდა”

კოკა კაციტაძე - "პოლიციელმა წყნეთში მამაკაცის შებოჭვა სცადა, როდესაც მას იარაღი გაუვარდა"

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რა ვითარებაში გაუვარდა წყნეთში პოლიციელს იარაღი, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა მამაკაცი შებოჭა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “18 აპრილს წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით […]

ყალბი დოკუმენტით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში რიცხული, თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 300 000 ლარზე მეტი ღირებულების […]

„გაზპრომბანკის” ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა

„გაზპრომბანკის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოჯახის წევრები დახოცა და თავი მოიკლა

,,გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის ვლადისლავ ივაევმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ-  ქალიშვილი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცავთა თქმით, სახლის კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბინაში უცხო პირის შეღწევის, ან კარების გატეხვის კვალი არ აღინიშნება. ამიტომაც მკვლელობის მიზეზად მოსკოვის პროკურატურა საყოფაცხოვრებო კონფლიქტს ასახელებს.