მანქანა ხაშურთან მიატოვეს – ალექსი ნიადაგიშვილის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

მანქანა ხაშურთან მიატოვეს - ალექსი ნიადაგიშვილის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავესდაკავებულია მამაკაცი, რომელიც აღდგომის ღამე სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმის ფიგურანტია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ  29 წლის მამაკაცი, დაკავებულია. მას საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

პოლიცია მკვლელობის საქმის ფიგურანტ კიდევ 3 პირს ეძებს. სოფელ დირბის მკვიდრთა ინფორმაციით, სწორედ 4-მა კაცმა დატოვა სუფრა აღდგომის ღამეს ავტომობილით, როცა მკვლელობა მოხდა.

ტვ პირველის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ავტომობილი ხაშურის მისასვლელთან მიატოვეს და ფეხით გააგრძელეს მოძრაობა.

სოფელ დირბში მკვლელობა აღდგომის ღამეს მოხდა. დაპირისპირება ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაიწყო და 22 წლის ლექსო ნიადაგიშვილის მკვლელობით დასრულდა.

ტვ პირველი