მკვლელობა საგარეჯოში – მეუღლის მიერ 76 წლის ელზა ტაველიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავუკიდურესად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. 76 წლის ქალს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და თავის არეში მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 85 წლის ომარ გამყრელიძემცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. […]
კატეგორია: სამართალი
მეტროში თავი 20 წლის გიორგი ბადალაშვილმა მოიკლა – ”არასდროს ამბობდა, რა აწუხებდა”
ტრაგედია მეტროში – ბიჭი, რომელიც დიდი სიჩქარით მომავალი მატარებლის ლიანდაგებში გადახტა, 20 წლის გიორგი ბადალაშვილია. დაღუპულის ოჯახის წევრები შოკში არიან. ბიჭის ახლობლები კი აცხადებენ, რომ გიორგი გულჩათხრობილი ადამიანი იყო და არასდროს ამბობდა, რა აწუხებდა. “თავისთვის მარტო, გულჩათხრობილი ადამიანი იყო, არასდროს ამბობდა, რა აწუხებდა, არ ვიცით მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა ეს” – ამბობს გიორგი ბადალაშვილის ახლობელი. […]
გიორგი ჭანტურია გირაოთი გამოუშვეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. ამასთან, ჭანტურიასთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს სსსკ-ის 230. 1-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას […]
ლელა ქსოვრელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. საქმის პროკურორის ლევან ჟორჟოლაძის თქმით, დღეს გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ, რომლებმაც ქსოვრელის ადვოკატების ვერსია გამოირიცხეს, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ბანაობა არ უყვარდა და რომ ის დაზიანებებს ამ დროს თავად იყენებდა. „სასამართლოს მიერ განხილული […]
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი პოლიციაში დაიბარეს
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ცნობილია, რომ ის საგამოძიებო უწყებაში მომავალ კვირას უნდა მივიდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უწყება ჯერ ოფიციალურად არ ჩაბარებია. ადვოკატი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. „მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, ოფიციალურად არ გახლავთ დაბარებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, […]
”სანამ მოკლავდა, ლელას დაუყვირია, გვიშველეთო” – ომარ გამყრელიძემ 4 ადამიანის მოსაკლავად 2 იარაღი გამოიყენა
საზარელი მკვლელობა სოფელ ყანდაურაში – 85 წლის ომარ გამყრელიძის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ მოკლა მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი, დაჭრილია მკვლელობაში ბრალდებულის ცოლიც. მეზობლები კი ამბობენ, რომ ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა, მან ნათესავებს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ, სთხოვა, მასთან სახლში მისულიყვნენ, რადგან მეუღლე შეუძლოდ იყო. […]
მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს – მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მკვლელობა საგარეჯოში – მეუღლის მიერ 76 წლის ელზა ტაველიშვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. “ქალბატონი შემოყვანილია დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე, თავის ცეცხლნასროლი ჭრილობით, კომა. ჩვენს კლინიკაში გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარდა თავის ტვინის შეშუპების პრევენცია, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და გადაყვანილ იქნა თბილისში. სასიცოცხლო მაჩვენებლები, ჰერმოდინამიკა სტაბილური იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კიდევ […]
23-ე სკოლასთან ბათუმში 50 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ბათუმში 23-ე საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ის ბათუმის “მედცენტრში” გადაიყვანეს. ტერიტორია პოლიციელებმა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს. რუსთავი 2
საგარეჯოში 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და 2 მეზობელი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შემთხვევის დროს დაჭრილია მამაკაცის ცოლი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდაპირველად, შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახში ბოლო პერიოდია კონფლიქტი აღარ ჰქონიათ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის […]
მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუს ხაკერ სუმბაევს თბილისი მოსკოვს გადასცემს
თბილისის სასამართლო რუსეთის მოქალაქის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას დათანხმდა. სუმბაევი გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. რუსეთისთვის სუმბაევის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ივანე ნორაკიძე რუსულ BBC-სთან საუბარში ადასტურებს. სუმბაევი საქართველოში 5 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 26 ნოემბერს მიმართა. სუმბაევს რუსეთში ჰაკერობას და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც ტუროპერატორებს […]










