ომარ გამყრელიძე – “თავი მტკივა, ბიჭებო, ნუ მცემთ, არა ვარ დამნაშავე” – ვიდეო

ომარ გამყრელიძე - "თავი მტკივა, ბიჭებო, ნუ მცემთ, არა ვარ დამნაშავე" - ვიდეოთელავის რაიონულ სასამართლომ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძის და მისი წინააღდმეგ არსებული მტკიცებულებების მიმართ უნდობლობა აქვს და მოსამართლის აცილება მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ბრალდებული აცხადებს, რომ არავინ მოუკლავს და მზად არის პირისპირ შეხვდეს იმ ადამიანებს და პოლიცილებს, ვინც მკვლელობაში სდებს ბრალს.