ახალქალაქში, სოფელ ბავრაში 81 წლის კაცი ყანაში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ნაკვეთს ასუფთავებდა.
უბედური შემთხვევა 5 მაისს მოხდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამხრეთის კარიბჭე

