თელავში ურთიერთშელაპარაკებისას 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

