ომარ გამყრელიძე – “ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცეებს, არ მომიკლავს არავინ”

ომარ გამყრელიძე - "ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცეებს, არ მომიკლავს არავინ"თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის საქმეზე აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესის დაწყებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძის მიმართ უნდობლობა ჰქონდა და მისი აცილება მოითხოვა.

ბრალდებულის შუამდომლობა აცილებასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

სასამართლო სხდომაზე 85 წლის ომარ გამყრელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

“ეშმაკები მყავდა, ეშმაკები თავში მირტყამდნენ რაღაცეებს. მე არ გავსამართლდები. არ მინდა გასამართლება. მე იმდენი უბედურება მაქვს გადატანილო, რა უნდა მომისაჯონ. არ მომიკლავს არავინ. შემახვედრონ პირისპირ იმ ადამიანებს და პოლიციელებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იარაღს ვისროდი და ხალხის ვხოცავდი“, – განაცხადა ომარ გამყრელიძემ.

ომარ გამყრელიძე ბრალდებულია შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში, ასევე, მეუღლის დაჭრაში.