მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ პანკისში არ შეუშვა, ის გურჯაანის განყოფილებაში გადაიყვანეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ პანკისში არ შეუშვა, ის გურჯაანის განყოფილებაში გადაიყვანესმალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციამ პანკისში არ შეუშვა. ინფორმაციას მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი ავრცელებს. მათი თქმით მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისში მიმდინარე აქციაზე მიდიოდა თუმცა მას გომბორის გზაზე პოლიცია დახვდა. სამართალდამცავებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გურჯაანის სამმართველოში გადაიყვანეს.

პანკისში ადგილობრივები ამ დრომდე არიან შეკრებილები. ადგილზე რჩება სპეცრაზმიც. აქციის მონაწილეები თელავში მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. როგორც ცნობილია შს მინისტრის მოადგილე პანკისის მოსახლეობის წარმომადგენლებს ხვდება.