მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.
კატეგორია: სამართალი
”მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის” – ლევან ჯიბღაშვილმა ოჯახს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მსახიობმა საზოგადოებას და ოჯახს ბოდიში მოუხადა. “მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ძალიან რთული 2 დღე გავიარე. ბოდიში მინდა მოვუხადო, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის” – აღნიშნა ჯიბღაშვილმა. ნიუპოსტი ლევან ჯიბღაშვილი გამოუშვეს
ლევან ჯიბღაშვილი გამოუშვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენისა და მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა მიმდინარეობდა. პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მსახიობს გირაოს სახით 10.000 ლარის გადახდა განესაზღვრა. ლევან ჯიბღაშვილი თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება. მსახიობი გუშინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, […]
ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე. მსახიობი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, […]
ადვოკატი გიგუაშვილი ლევან ჯიბღაშვილს შეხვდა – “ის არ უარყოფს, რომ ის ნივთიერება იმ ჩანთაში აღმოჩნდა, რომელიც მისი მანქანიდან იქნა ამოღებული”
მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა. ამირან გიგუაშვილის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ წარუდგენენ ლევან ჯიბღაშვილს ოფიციალურად ბრალსა. “ლევანი არ უარყოფს იმას, რომ ეს ნივთიერება იმ ჩანთაში აღმოჩნდა, რომელიც მისი მანქანიდან იქნა ამოღებული, თუ როგორ აღმოჩნდა ეს […]
რომის ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მაროკოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება სამგზავრო ავტობუსში მოხდა, რის შემდეგაც მაროკოელმა მას ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. პოლიციელებმა მაროკოს მოქალაქე დააკავეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ […]
„მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება“ – თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულის მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს. მუხთარლის მეუღლის ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი. ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მიუხედავად გაუარესებული მდგომარეობისა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ექიმს ამ დრომდე არ მოუნახულებია: „აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა […]
”ლევან ჯიბღაშვილს დაკავების დროს კალაძის სახელი არ უხსენებია” – რას ამბობს ადვოკატი
ლევან ჯიბღაშვილი ავტომობილით მოძრაობდა, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. „თუ რა ნივთიერება არის ამოღებული და რამდენად არის ის ნარკოტიკული ნივთიერება, ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა მიმდინარეობს. […]
ლევან ჯიბღაშვილი მცხეთის იზოლატორშია – მისი მანქანიდან ნარკოტიკები ამოიღეს
მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა თბილისში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე. “კურიერი […]
ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს – ,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”
“თაიმერის” ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. წყაროს ინფორმაციით, დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა. ,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს” – თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა,რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ. საუბარია დიდი რაოდენობით,სხვადასხვა სახის […]









