თელავის უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს. 25 წლის ავთო კიკნაძეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიაყენეს. შემთხვევა უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა მას შემდეგ გაიგეს, რაც კიკნაძემ საკუთარი ავტომობილი სასწავლებელთან გააჩერა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულს 2 […]
კატეგორია: სამართალი
მამაკაცმა პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა
დღეს მთავარ პროკურატურასთან ქურდობაში ბრალდებულმა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანო განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატს შეხვდნენ. კომუნიკაციის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან […]
მაია რჩეულიშვილს 7 წელი მიუსაჯეს
“ცენტრ პოინტის” საქმის მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელი პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით […]
ტარიელ ონიანი ისევ დააკავეს
რუსეთში ე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი ციხიდან გამოსვლისთანავე ისევ დააკავეს. ონიანის მორიგი დაკავების მიზეზი ესპანეთის პოლიციის მიერ, ონიანის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება გახდა. ესპანეთის პოლიცია მას ფულის უკანონო გათეთრებას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით ის ციხეში 19 აპრილამდე დარჩება, რის შემდეგაც მას რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ. 61 წლის ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე „შავ დელფინში“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა. პრაიმ ტაიმი
მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა
„ცენტრ პოინტის” საქმეზე „მიონის” ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ არ გამოცხადდა. სასამართლოზე წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაია რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო გასული სხდომაც, სადაც რჩეულიშვილს საბოლოო სიტყვით უნდა ესარგებლა. აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია ქეთევან ჟორდანიაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული. დღევანდელ […]
წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა, მკვლელი დაკავებულია
წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა. მამაკაცს ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება. მოკლულ შუახნის მამაკაცია, მას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავეს. ჩადენილი […]
თათია ლორთქიფანიძე – ”თემურ ჯანჯღავამ ფეხმძიმობა დამაბრალა”
საქართველოს ნაკრების ძალოსანმა, თათია ლორთქიფანიძემ, მის პირად მწვრთნელთან და უფლებადამცველთან ერთად კვირის პრესსკლუბში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვის მიზეზებზე ისაუბრეს. სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც ადასტურებენ, რომ ის არაერთხელ გახდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას, შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი. ძალოსანი განმარტავს, რომ მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ მას ფეხმძიმობა დააბრალა. „იყო ტრენერის მხრიდან ძალიან […]
ქუთაისის რკინიგზის სადგურთან ცხედარი იპოვეს
ტარიელ ონიანი ციხიდან გამოვიდა
ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ მულუხოვი (ონიანი) ზედმეტსახელად „ტარო“ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიიდან “შავი დელფინი” გამოვიდა, სადაც მან ბიზნესმენის გატაცებისთვის 10 წლიანი სასჯელი მოიხადა. ტარიელ ონიანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „კანონიერ ქურდად“ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ქუთაისური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად. გამოძიების ვერსიით 2009 წელს ტარიელ ონიანმა თანამზრახველებთან ერთად ორგანიზება გაუწია ქართული წარმოშობის ბიზნესმენის ჯონი მინაძის გატაცებას. 2010 […]
30 წლის რუსთაველი მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსს არ აღიარებს – ვიდეო
რუსთავში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ადვოკატის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა პროკურორის მოთხოვნით დაიხურა. წარსულში ნასამართლევმა, 30 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი არ აღიარა. “ჩვენი მოთხოვნა იყო 1000 ლარიანი გირაო, რომელიც არ გაითვალისწინა მოსამართლემ. აუცილებლად […]










