წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა, მკვლელი დაკავებულია

წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა, მკვლელი დაკავებულიაწყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა. მამაკაცს ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება. მოკლულ შუახნის მამაკაცია, მას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამას – 1954 წელს დაბადებულ გ.ც.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შს სამინისტროში.