ტარიელ ონიანი ციხიდან გამოვიდა

ტარიელ ონიანი ციხიდან გამოვიდაე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ მულუხოვი (ონიანი) ზედმეტსახელად „ტარო“ განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიიდან “შავი დელფინი” გამოვიდა, სადაც მან ბიზნესმენის გატაცებისთვის 10 წლიანი სასჯელი მოიხადა. ტარიელ ონიანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „კანონიერ ქურდად“ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ქუთაისური ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად.
გამოძიების ვერსიით 2009 წელს ტარიელ ონიანმა თანამზრახველებთან ერთად ორგანიზება გაუწია ქართული წარმოშობის ბიზნესმენის ჯონი მინაძის გატაცებას. 2010 წელს ონიან 10 წლიანი სასჯელი გამოუტანეს.

ნიუპოსტი