სენაკში, ღამით სამმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტი დააყაჩაღა.
ჯერჯერობით უცნობია რა თანხის წაღება მოახერხეს თავმდასხმელებმა.
გამყიდველის თქმით, თანხასთან ერთად წაღებულია ორი შეკვრა შოკოლადი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

