თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.”ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება, აქ ვარ იმიტომ რომ, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილი არის ეს,” – ამბობს კუპრავა. ზვიად კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს […]
კატეგორია: სამართალი
კლოუნი პრინცი თუ ნამდვილი მემკვიდრე – რატომ უჩივის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ – სასამართლოში ქართული სამეფო სახლის მემკვიდრეობისთვის დავა იწყება. მოსარჩელე მხარე, ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობაში სდებს ბრალს. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი სიმბოლურ თანხას – 1 ლარის გადახდას ითხოვს. სამოქალაქო დავა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ საქალაქო სასამრთლომ სარჩელის განხილვაზე უარი […]
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან
ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები – მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება. სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის […]
იმერეთში დაცვის პოლიციის თანამშრომელი რატი მშვილდაძე დაჭრეს
დაცვის პოლიციის თანამშრომელი, შესაძლოა ჩხუბის დროს დაჭრეს. ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის მკვიდრი 30 წლის რატი მშვილდაძე, ამჟამად ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი თანასოფლელების ნაწილი ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში ნაცნობთან ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაიჭრა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მშვილდაძის ოჯახი. ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ამბობენ, რომ რატი მშვილდაძემ დაზიანება საკუთარ სახლში შემთხვევით მიიღო და დაპირისპირება არაფერ შუაშია. […]
ძალადობა დედაზე – შსს-მ ბათუმში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ბათუმში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას – 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს […]
„ევროპული საქართველოს“ წევრს თავს დაესხნენ – დავით ნაფეტვარიძე საავადმყოფოშია მოთავსებული
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს დავით ნაფეტვარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. ნაფეტვარიძეც ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშენბა და აქვს ამოვარდნილი მარჯვენა ხელის ცერა თითი, იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ნაფეტვარიძე ინციდენტის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ნაფეტვარიძეს ადევნებულმა პირმა თავში ქვა ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა. შს სამინისტროს […]
თბილისის მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს
თბილისის მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს. მომხდარის შედეგად დაზარალდა ის ხუთი ოჯახი, მერიამ, თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა, ნივთები კი დედაქალაქის მერიის საწყობშ ინახებოდა. საცავში მისულებს საწყობი გაძარცვული დახვდათ, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ: „უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე […]
ავარია ვახუშტის ხიდთან – გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი
უბედური შემთხვევა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – ავარიას ვახუშტის ხიდთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჯახების შედეგად სამმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ავარია გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას პატიმრობა შეეფარდათ
ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის” ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ომარ ხუხუასა და მასთან ერთად დაკავებულ გელა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა. პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მაია ჯაბუამ მიმართა. თავად ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო პროცესში ისინი ადვოკატების გარეშე მონაწილეობდნენ, რადგან მათ თავად განაცხადეს დაცვაზე […]
ვარკეთილში წუხელ მხოლოდ ერთ ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს
ვარკეთილის მესამე მასივში ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. წუხელ, ღამით, მხოლოდ ერთ კორპუსში 4 ავტომობილი გაქურდეს. მესამე მასივის მე-8 კვარტლის მე-13 კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ. გაქურდვის მეთოდი ოთხივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო – ჩამსხვრეულია უკანა კარის მინები. ადგილობრივები ყვებიან, რომ ანალოგიური მეთოდით მიმდებარე კორპუსების კიდევ რამდენიმე მანქანაა გაძარცვული. […]










