ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმში გზა გადაკეტეს

ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმში გზა გადაკეტესმოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმში სასამართლოს შენობიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.

პოლიციელის ოჯახის წევრები შს მინისტრ გიორგი გახარიასთან და „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებლად გაასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამ დროისათვის ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შგახსენებთ, რომ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეს მიესაჯა. გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ოჯახის წევრებისგან პროტესტი მოყვა. ისინი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ.

იპნ