ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლე გვანცა ფანგანზე ძალადობისთვის დააკავეს

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი მეუღლე გვანცა ფანგანზე ძალადობისთვის დააკავესსაქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა სპორტსმენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით მარნეულში 5 მარტს დააკავეს.

საქმე ეხება მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია.

Sportal.ge-ს ინფორმაციით, ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

იპნ