კატეგორია: სამართალი

ხაშურში 19 წლის ბიჭს მეგობარმა 4 ჭრილობა მიაყენა

ხაშურში 19 წლის ბიჭს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ის ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „პრაიმტაიმმა” გაარკვია, კონფლიქტი მეგობრებს შორის მოხდა და ბიჭმა 4 ჭრილობა სწორედ ამ მეგობრისგან მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ 19-108 განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

ქაზიმ გახრამანოვი ცუდად გახდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემ ახალგაზრდას კვლევები უტარდება. ის ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, სრული დიაგნოზის დასმა მხოლოდ კვლევების სრულად ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „ნაჟღენთი აქვს პრეორბიტალური, თვალბუდის არეში, ჩივილები მსუბუქი თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. სავარაუდოდ, თავის ტვინის შერყევაც არ არის. კომპიუტერი გაუკეთდება, საბოლო დიაგნოზი იქნება კვლევების შემდეგ,“ – ამბობს […]

ვაჟა-ფშაველაზე 23 წლის გიორგი მღებრიშვილი დაჭრეს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 23 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც თვითმხილველებმა ნიუპოსტს უთხრეს, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე თქმით, დაჭრილი ახალგაზრდა გიორგი მღებრიშვილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 19-108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. […]

მირზა სუბელიანი საპატიმროს ოთხ თვეში დატოვებს

ათვლა დაწყებულია, გლდანის ციხის ყველაზე პრივილეგირებული პატიმარი დაწესებულებას მაქსიმუმ ოთხ თვეში დატოვებს. პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს, მისივე უწყება, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებდა ბრალს, თუმცა მოსამართლე ლელა ნოზაძემ გადაწყვიტა, რომ სუბელიანი სხვა ქმედების ჩადენის გამოა დამნაშავე. მოსამართლის მიერ, სუბელიანისთვის გამოტანილი განაჩენით, პრაქტიკულად დადასტურდა, ციხეში გაკეთებული იმ სკანდალური ჩანაწერების ნამდვილობა, რომელიც სუბელიანის დაკავებიდან რამდენიმე თვეში გასაჯაროვდა. აუდიო ფაილში […]

ზვიად კუპრავა – “ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.”ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება, აქ ვარ იმიტომ რომ, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილი არის ეს,” – ამბობს კუპრავა. ზვიად კუპრავას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს […]

კლოუნი პრინცი თუ ნამდვილი მემკვიდრე – რატომ უჩივის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს

ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ – სა­სა­მარ­თლო­ში ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო სახ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის დავა იწყე­ბა. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს სა­მე­ფო სა­ხე­ლის უნე­ბარ­თვოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში სდებს ბრალს. მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი სიმ­ბო­ლურ თან­ხას – 1 ლა­რის გა­დახ­დას ითხოვს. სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა მა­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სამ­რთლომ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა­ზე უარი […]

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები – მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის დაპირისპირებას საქალაქო სასამართლო განიხილავს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან. საქმის სირთულიდან გამომდინარე მას საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება. სამეფო ოჯახის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელს ისტორიის […]

იმერეთში დაცვის პოლიციის თანამშრომელი რატი მშვილდაძე დაჭრეს

დაცვის პოლიციის თანამშრომელი, შესაძლოა ჩხუბის დროს დაჭრეს. ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის მკვიდრი 30 წლის რატი მშვილდაძე, ამჟამად ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი თანასოფლელების ნაწილი ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში ნაცნობთან ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაიჭრა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მშვილდაძის ოჯახი. ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ამბობენ, რომ რატი მშვილდაძემ დაზიანება საკუთარ სახლში შემთხვევით მიიღო და დაპირისპირება არაფერ შუაშია. […]

ძალადობა დედაზე – შსს-მ ბათუმში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ბათუმში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას – 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს […]

„ევროპული საქართველოს“ წევრს თავს დაესხნენ – დავით ნაფეტვარიძე საავადმყოფოშია მოთავსებული

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს დავით ნაფეტვარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. ნაფეტვარიძეც ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშენბა და აქვს ამოვარდნილი მარჯვენა ხელის ცერა თითი, იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ნაფეტვარიძე ინციდენტის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ნაფეტვარიძეს ადევნებულმა პირმა თავში ქვა ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა. შს სამინისტროს […]