კატეგორია: სამართალი

თბილისის მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს

თბილისის მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს. მომხდარის შედეგად დაზარალდა ის ხუთი ოჯახი, მერიამ, თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა, ნივთები კი დედაქალაქის მერიის საწყობშ ინახებოდა. საცავში მისულებს საწყობი გაძარცვული დახვდათ, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ: „უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე […]

ავარია ვახუშტის ხიდთან – გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი

უბედური შემთხვევა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – ავარიას ვახუშტის ხიდთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჯახების შედეგად სამმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ავარია გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის” ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ომარ ხუხუასა და მასთან ერთად დაკავებულ გელა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა. პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მაია ჯაბუამ მიმართა. თავად ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო პროცესში ისინი ადვოკატების გარეშე მონაწილეობდნენ, რადგან მათ თავად განაცხადეს დაცვაზე […]

ვარკეთილში წუხელ მხოლოდ ერთ ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს 

ვარკეთილის მესამე მასივში ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. წუხელ, ღამით, მხოლოდ ერთ კორპუსში 4 ავტომობილი გაქურდეს. მესამე მასივის მე-8 კვარტლის მე-13 კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ. გაქურდვის მეთოდი ოთხივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო – ჩამსხვრეულია უკანა კარის მინები. ადგილობრივები ყვებიან, რომ ანალოგიური მეთოდით მიმდებარე კორპუსების კიდევ რამდენიმე მანქანაა გაძარცვული. […]

პოლიციამ გატაცებული მირანდა გერაძე და ზურაბ ბერიკაშვილი გლდანში ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკითხა

გლდანის N2 პოლიციის განყოფილებაში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ორივე ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა. პოლიციის შენობა ჯერ მირანდა გერაძემ დატოვა, მოგვიანებით კი – 30 წლის ზურაბ ბერიკაშვილმაც. ორივემ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ პოლიციას და მოახდინეს თუ არა გამტაცებლების იდენტიფიცირება. ცნობილია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ათეულობით მოწმე. შსს-ს […]

”ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო – სალონში” – საქართველოს ბანკზე თავდასხმის ახალი დეტალები

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული მამაკაცის ახლობლების ინფორმაციით, თავდამსხმელებს გატაცებულები მთელი ღამე ტყეში ჰყავდათ. როგორც პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილი, გატაცებულების ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანის საბარგულში იყო მოთავსებული. „მთელი ღამე ტყეში ყოფილან. ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონიათ. ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო – სალონში. გოგოს უკითხავს, რისთვის გჭირდებითო და გამტაცებლებს უთქვამთ „ხვალ ნახავთო“, […]

გოგონა შეყვარებულთან ერთად მანქანიანად გაიტაცეს – რა მოხდა გლდანში ბანკზე თავდასხმის წინ

არსებული ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები ტერიტორიიდან გატაცებული ავტომობილით მიიმალნენ. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, თავდამსხმელებმა „სუზუკის“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს. „ახალგაზრდა გოგო მანქანით თავის შეყვარებულთან ერთად იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ისინი მანქანიანად გაიტაცეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, […]

გლდანში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელებმა გოგონა მძევლად აიყვანეს და მიიმალნენ

ყაჩაღური თავდასხმა გლდანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალზე – არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მძევლის აყვანის შედეგად შეძლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა ტერიტორია ორმხრივი სროლისას მას შემდეგ დატოვა, რაც მათ გოგონა მანქანაში ჩაისვეს. „ამბობენ სამნი იყვნენო, არაფერი ვიცი. ისიც თქვეს, რომ ერთი თან წაიყვანეს და ერთი გაუშვესო,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. თავდასხმა და ორმხრივი სროლა გლდანში […]

გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ – ნიღბიანებმა პოლიციის მანქანას ესროლეს

სროლა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავს საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს დაესხნენ. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების განცხადებით, სამი ნიღბიანი პირი ბანკიდან გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა. მათივე თქმით, საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს. სროლის შედეგად დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიასაც. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა […]

“დედა გონებას კარგავს და ასულიერებენ” – რატომ მოკლა გივი ბასილაშვილი მისმა ძმამ

6 მარტს, დაბა ბაკურიანში ტრაგედია დატრიალდა. 30 წლის გივი ბასილაშვილი საკუთარმა ძმამ, 20 წლის ივანე (ვანო) ბასილაშვილმა თავის დაბადების დღეზე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მკვლელობის დეტალებზე საუბარი ახლობლებს უჭირთ, მომხდარით ყველა შეძრულია. ამბობენ, რომ ძმებს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი ადრე არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ძმებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა და მათი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. ივანე ბასილაშვილი დამამძიმებელ […]