ავარია ვახუშტის ხიდთან – გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირი

ავარია ვახუშტის ხიდთან - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია სამი პირიუბედური შემთხვევა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – ავარიას ვახუშტის ხიდთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეჯახების შედეგად სამმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ავარია გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.