სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედამ, ლელა ქსოვრელმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გარდაცვლილ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე დაზიანებები ჰქონდა, რაც მასზე დედის მხრიდან სისტემატურ ძალადობას გულისხმობს. „დაზიანებების სიმრავლე და მათი განლაგება სხეულის ყველა ნაწილში, ჩვენი და ექსპერტიზის მოსაზრებით, […]
კატეგორია: სამართალი
ავსტრიაში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს
ვსტრიაში ყალბი პასპორტების გამო საზღვარზე 15 ადამიანი აიყვანეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ნაწილ-ნაწილ დაბრუნდებიან. „ქრონიკის“ ინფორმაციით, თითოეულს ჯარიმის სახით, 500 ევროს გადახდა დაეკისრა. ავსტრიაში ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების უფროსის ირმა ცირამუას ინფორმაციით, ამ მოქალაქეებს ჰქონდათ საქართველოში დამზადებული ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების ყალბი პასპორტები. „ისინი ცდილობდნენ გაეგრძლებინათ მოგზაურობა ირლანდიის მიმართულებით“, – აღნიშნა ცირამუამ. […]
“კარგი ცხოვრება გვაქვს და იმიტომ” – “ლიბერთი ბანკის” ყაჩაღობისთვის დაკავებული შსს-ს თანამშრომლის ოჯახმა ჟურნალისტებს ქვები დაუშინა
“ნიუპოსტმა” ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ყაჩარობში ბრალდებული, შს თანამშრომლის, ომარ ხუხიას ფოტო მოიპოვა. ჟურნალისტები მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჭითაწყარში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ. ომარ ხუხუას წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. სოფელ ჭითაწყარში, სადაც დაკავებული ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჟურნალისტების გამოჩენას უკაყოფილება მოჰყვა. ხუხუას ოჯახის წევრებმა მედიის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს დედამ კი ჟურმალისტების კითხვაზე, რა იყო ყაჩაღობის […]
ლიბერთის დაყაჩაღებისთვის პოლიციელი ომარ ხუხუაა დაკავებული
„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულია ომარ ხუხუა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. როგორც “ნიუპოსტს” სანდო წყარო უყვება, 55 წლის ხუხუა აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდში ცხოვრობს. შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის დაკავების ფაქტი შს სამინისტროში “ნიუპოსტს” ოფიცილაურად დაუდასტურეს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი […]
“რომ მოვედი, დაჩეხილი იწვა თოვლში უსულო, უმცროსი ჩაცუცქული ტიროდა…” – რას ყვება ძმის მიერ მოკლულის დედა
ბაკურიანში ძმის მკვლელობის შესახებ ახალ დეტალები გახდა ცნობილი. მკვლელობა მოკლულის დაბადების დღეს მოხდა. ისინი სახლში მარტო იყვნენ. აი რას ყვება ძმები დედა: “ჩხუბი და რამე არ მოსვლიათ არაფერი. სამსახურში ვიყავი წასული. რომ მოვედი სახლში, დაჩეხილი იყო ეგ. ეს რა ვნახე ხალხო, უსულოდ ეგდო. არ ვიცი, რა მოხდა პატარა იქ იყო ჩაცუცქული, ტიროდა და უფროსიც ეგერ […]
სპეცოპერაცია ფონიჭალაში – კრიმინალური პოლიცია რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევიდა
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციაზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს
ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა გახსნილია. დაკავებულია ორი ადამიანი. თავდასხმა 2 მარტს მოხდა, ბრალდებულებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ინკასატორიც. სამართალდამცველების ინფორმაციით, ინკასაციის თანამშრომლის დაყაჩაღებამდე შენიღბულმა ბრალდებულებმა დანაშაული სოფელ ონორიაშიც ჩაიდინეს. მათ ელექტროსადგურის თანამშრომლებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სწორედ აქ გაიტაცეს მათ ავტომობილიც, რომლითაც მოხდა ინკასაციის მანქანაზე თავდასხმა. გამოძიება 4 მუხლით […]
გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში არ მივა – “ჩვენებას სასამართლოში მივცემ”
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში მის გამოკითხვაზე დაბარებას სოციალური ქსელით ეხმაურება. „ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება. მივიღე უწყება „ თიბისის საქმეზე“ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება. აქვე ვიტყვი, რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ დროებითი […]
ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა – პოლიციამ ი.ბ. დააკავა
ბაკურიანში ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც imedinews შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს. პოლიციამ ბრალდებული, ი.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავა. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური […]
გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ქადაგიძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა მივიდეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ქადაგიძესთან კითხვები, TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით აქვთ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში ძირითად საქმეზეა დაბარებული, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება და არა მუქარის წერილთან დაკავშირებით









