თბილისის მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა, გაძარცვეს. მომხდარის შედეგად დაზარალდა ის ხუთი ოჯახი, მერიამ, თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა, ნივთები კი დედაქალაქის მერიის საწყობშ ინახებოდა.
საცავში მისულებს საწყობი გაძარცვული დახვდათ, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ:
„უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე მეძინა სიონის ბაღში, სანამ ბინას ქირით ვიშოვიდი. გაძარცვულია ყველაფერი. ლტოლვილები შეუშვიათ. რომ ვკითხეთ, ვინ შემოგიშვათო, გამგეობამ შემოგვიშვაო,“ – განაცხადადა დაზარალებულმა ნოდარ ალადაშვილმა.

