ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ „ნიკორას“ ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველს, კონსულტანტსა და დაცვის თანამშრომელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა. შემთხვევა საჯვაროს უბანში, სოხუმის ქუჩაზე 5 მარტს მოხდა. ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა მაღაზიის ინვენტარი და მსუბუქად დაშავდნენ თანამშრომლები, ორი მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე […]
კატეგორია: სამართალი
რას უთვლიდა გახარია ხაზარაძეს? – მთავარმა პროკურატურამ წერილი გაასაჯაროვა
„თიბისი ბანკის“ საქმე – მთავარ პროკურატურაში მამუკა ხაზარაძის დაკითხვის შესახებ და მის მიერ წარდგენილ წერილზე კომენტარი გაკეთდა. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2019 წლის 4 მარტს, ამ საქმის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურანტმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო […]
ეკა ბესელია – “მეთოფიშვილი სამუშაო ჯგუფში ერთად მუშაობის დროსაც პირსისხლიანი მოსამართლე იყო”
კი, მაშინაც იყო მეთოფიშვილი პირსისხლიანი მოსამართლე. არავის მოუწვევია მეთოფიშვილი იმ ჯგუფში, – ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სერგო მეთოფიშვილის მიერ მისი მისამართით დასმულ კითხვას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ბესელიას კითხვით მიმართა, რატომ არ ამოიღო მის წინააღმდეგ ხმა, როდესაც სასამართლოს რეფორმის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ორი წლის მანძილზე ერთ მაგიდასთან მუშაობდნენ. მეთოფიშვილმა ბესელიას ასევე ჰკითხა, მაშინაც მიიჩნევდა თუ […]
სერგო მეთოფიშვილი – “ლევან გოგიჩაიშვილს ადამიანის დაჭრა ჯიბეში ჩაუდეს?”
მინდა ვკითხო ქალბატონ ეკა ბესელიას, 2 წელი ვისხედით ერთ მაგიდასთან, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა სასამართლო რეფორმირების თვალსაზრისით, მაშინ არ ვიყავი პირსისხლიანი და წინა რეჟიმის მოსამართლე? – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განუცხადა. ის გამოეხმაურა დეპუტატების: ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას საჩივარს, რომლითაც მათ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების – სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი […]
ყალბი 100 და 200 ლარიანების გასაღებისთვის 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა კახეთის რეგიონში 200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. გატარებული […]
დავით კობახიძე რეანიმაციაშია
ახალგაზრდა მამაკაცის ჯანრთელობის მდგომარეობა, რომელმაც წუხელ თემქის პოლიციასთან თავის დაწვა სცადა, სტაბილურად მძიმეა. დავით კობახიძე მესამე ხარისხის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით რეანიმაციაში იმყოფება. მამაკაცმა პროტესტის უკიდურეს ზომას – მისი განმარტებით, პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიმართა; მან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა “კურიერის” კამერის წინ სცადა. მანამდე მამაკაცი განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მომხდარზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება […]
თემქის პოლიციასთან დავით კობახიძემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა
პროტესტი პოლიციასთან – თემქის მეშვიდე განყოფილებასთან მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. დავით კობახიძის მტკიცებით, პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. პოლიციის განყოფილებასთან ამ წუთებში სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისბრიგადებია მობილიზებული. კურიერში 21:00 საათზე ნახავთ, თუ რატომ მიდიან მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ზღვარზე და ხდება თუ არა პოლიციის განყოფიებაში ზეწოლა მოქალაქეებზე. რუსთავი 2
ხაზარაძე – ”გახარიას წერილის ორიგინალი ლონდონშია”
წერილის ორიგინალი ლონდონშია, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი – ამის შესახებ „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის გამოკითხის დასრულების შემდეგ განაცხადა. საუბარია წერილზე, რომელიც ხაზარაძის თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო და რომელშიც გახარია მას „რეპუტაციის დანგრევით“ ემუქრებოდა. „ვიყავი გამოკითხვაზე, რომელიც მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა. წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარებიც. წერილში რა წერია, ეს […]
პროკურორი ტყეშელაშვილი – ”ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიას წერილი შუამავალმა მიუტანა”
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი მან შუამავლის მეშვეობით მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს. „მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი […]
“თბილისში 30 წლის მამაკაცს ბავშვი წაუყვანია სკოლაში და უკან მობრუნებისას ჩამოუხრჩვია თავი”
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრებმა ახალგაზრდა 30 წლის მამაკაცმა ა.ზ.-მ თავი ჩამოიხრჩო. როგორც სოფლის რწმუნებულმა, ელზა ზაქარეიშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, გარდაცვლილი ოჯახთან ერთად თბილისში იმყოფებოდა: _ რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობენ. ძალიან კარგი ბიჭი იყო და არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. გაოგნებული ვართ ყველანი. არ ვიცით რა მოხდა, რატომ გადადგა ეს საშინელი ნაბიჯი. მხოლოდ ის ვიცით, რომ თვითმკვლელობის […]









