კატეგორია: სამართალი

ზვიად ჯაფარიძის მკვლელობისთვის პოლიცია ალექსანდრე ბიძინაშვილს ეძებს

ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულზე პოლიციამ  ძებნა გამოაცხადა. ზვიად ჯაფარიძის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია, თუმცა ცნობილია, რომ პოლიცია დანაშაულის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ პირად შურისძიებას განიხილავს. „კურიერის ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცველები ალექსანდრე ბიძინაშვილს ეძებენ. სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მოკლულ ჯაფარიძეს და ძმებ ალექსანდრე და ბესო ბიძინაშვილებს დიდი […]

იაგო ნებიერიძის პროცესი ხვალ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართება

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი ხვალ, რუსთავის მე-6 პენიტენციურდაწესებულებაში გაიმართება. სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. პროცესის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, ბრალდებულის უსაფრთხოებაა. გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ […]

ორსულმა არასრულწლოვანმა 2 ბიჭთან ერთად წერეთელზე მაღაზია გაქურდა

წერეთლის გამზირზე ელექტრობუხრების მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ლეპტოპი და საბუთები. როგორც მაღაზიის კონსულტანტი ყვება, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქურდობა სამმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა, მათ შორის ერთი ორსული გოგონა იყო. „დათვალიერების შედეგად იყო წაღებული ლეპტოპი. კამერა, რომელი უყურებდა კარს, იყო ქვემოთ დაწეული. სავარაუდოდ, წუთნახევარზე მეტი არ იყვნენ გაჩერებულები. იყო რამდენიმე დოკუმენტი წაღებული და  მიყრილ-მოყრილი იყო ყველაფერი,“ – ამბობს მაღაზიის […]

ზვიად კუპრავა – “ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში”

“სამართალდამცავთა რეფორმირების” ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, წერს რომ მის საცხოვრებელ სახლში ათეულობით პოლიციელი შევარდა. კუპრავას თქმით, სამართალდამცავები “რაღაც ნივთს” ეძებენ: “ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში, თითქოსდა თურმე ეძებდნენ რაღაც ნივთს, იღებდნენ რამოდენიმე კამერი და იქცეოდნენ ძალიან უხეშად. ჩემთან სახლში ცხოვრობს ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი… ოჯახს არ შეეხოთ თქვე ფარჩაკებო! იცით სადაც ვარ და მოდით აქ! […]

ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის დროს ვერცხლის ქუჩაზე 1 მამაკაცი დაიჭრა – ის მართვით სუნთქვაზეა

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის ინფორმაციით, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა. „გუშინ შემოიყვანეს 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. შემოყვანისთანავე ჩაუტარდა პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, […]

“სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია ამაში” – უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დარბაზი გაქურდეს

უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დარბაზში პოლიცია მობილიზებული. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ. ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. “გავიგე, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია ამაში. ასე მოსულა და წაუღია ჩემი სპორტული დარბაზიდან ინვენტარი. გაუტეხიათ კარები და წაიღო”-ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, ერეკლე […]

მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს კონფლიქტი ჰქონდა ბესო ბიძინაშვილთან, რომელიც მძიმედაა დაჭრილი

სისხლიანი გარჩევების სერია თბილისში – „კურიერმა“ ტურისტულ ზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება, რომ მკვლელობას ვერცხლის ქუჩაზე წინ უძღოდა დაპირისპირება და გასროლა დიუმას ქუჩაზე, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ინფორმირებული პირი „კურიერს“ უყვება, რომ მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს კონფლიქტი ჰქონდა, მოქალაქე ბესო ბიძინაშვილთან. როგორც ირკვევა, საქმის გარჩევა დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ბიძინაშვილი მძიმედ დაჭრეს. […]

ძარცვისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვისთვის ბრალდებული რ.ბ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა რ.ბ-მ 2017 წლის 9 მარტს, ქ.თბილისში, დ.გ-ს მობილური ტელეფონი წაართვა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველებმა რ.ბ. 2017 წლის 10 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

ზვიად ჯაფარიძეს რუხი ფოლკსვაგენიდან ესროლეს… თავდამსხმელებს სათვალთვალო კამერა დააფიქსირებდა – მკვლელობის ახალი დეტალები

7 გასროლა, მათ შორის, ერთი საკონტროლო – თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, 51 წლის მამაკაცი  მოკლეს. დაახლოებით, ხუთ საათზე ადგილობრივებმა სროლის ხმა გაიგეს. ქუჩაში ფეხით მიმავალი ზვიად ჯაფარიძე ავტომობილიდან ჩაცხრილეს. შვიდი ტყვიიდან ბოლო საკონტროლო იყო. მას სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. ის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ჯაფარიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. მკვლელების ერთ ერთი ვერსია, რომელზეც […]

თბილისში ვერცხლის ქუჩაზე მოკლული 51 წლის ზვიად ჯაფარიძეა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი 51 წლის ზვიად ჯაფარიძეა და ის სავარაუდოდ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. ზვიად ჯაფარიძე 1969 წელს არის დაბადებული და ის წარსულში რამდენიმეჯერაა ნასამართლევი. რამდენიმე საათის წინ ვერცხლის ქუჩაზე დაუდგენელმა პირმა ზვიად ჯაფარიძის რამდენჯერმე ესროლა. გარდაცვლილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. ნიუპოსტი