მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს კონფლიქტი ჰქონდა ბესო ბიძინაშვილთან, რომელიც მძიმედაა დაჭრილი

მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს კონფლიქტი ჰქონდა ბესო ბიძინაშვილთან, რომელიც მძიმედაა დაჭრილისისხლიანი გარჩევების სერია თბილისში – „კურიერმა“ ტურისტულ ზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება, რომ მკვლელობას ვერცხლის ქუჩაზე წინ უძღოდა დაპირისპირება და გასროლა დიუმას ქუჩაზე, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა.

ინფორმირებული პირი „კურიერს“ უყვება, რომ მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს კონფლიქტი ჰქონდა, მოქალაქე ბესო ბიძინაშვილთან.

როგორც ირკვევა, საქმის გარჩევა დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ბიძინაშვილი მძიმედ დაჭრეს. ის ახლა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პოლიციას დაზარალებული ჯერ არ დაუკითხავს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ირკვევა, რომ თბილისის ტურისტულ ზონაში გუშინ ორი სისხლიანი გარჩევა მოხდა, რომლის დროსაც ერთ ადამიანი დაიჭრა, ერთი კი მოკლეს.

სამართალდამცველები რამდენიმე მოტივზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივი შესაძლოა, შურისძიება გამხდარიყო.

საგამოძიებო მოქმედებები ვერცხლის ქუჩაზე ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პოლიციის სამმართველოს ავტოსადგომზეა გადაყვანილი ავტომობილი, საიდანაც ჯაფარიძეს ესროლეს. სამართალდამცველები ჯერჯერობით არ საუბრობენ, არის თუ არა დადგენილი ის პირი,

რუსთავი 2