ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის დროს ვერცხლის ქუჩაზე 1 მამაკაცი დაიჭრა – ის მართვით სუნთქვაზეა

ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის დროს ვერცხლის ქუჩაზე 1 მამაკაცი დაიჭრა - ის მართვით სუნთქვაზეათბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რომელსაც გუშინ ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის ინფორმაციით, მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

„გუშინ შემოიყვანეს 42 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული მრავლობითი ჭრილობები. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. შემოყვანისთანავე ჩაუტარდა პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შემდგომ – ოპერაცია. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჭრილობები ძირითადად მუცლის ღრუშია. მამაკაცი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, ჰემოდინამიკა კი სტაბილურია. ვნახოთ, 1-2 დღის შემდეგ როგორი მდგომარეობა იქნება”, – აღნიშნა ტაბიძემა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.