კახეთში კაცმა მეჯვარე მოკლა

კახეთში კაცმა მეჯვარე მოკლაახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში 28 წლის მამაკაცს, ზურა დანაჭრელაშვილს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გულის არეში ესროლა.

ახალგაზრდა მამაკაცი მისი მეჯვარე იყო.

ადგილობრივების თქმით, დანაჭრელაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მას მკვლელობით ემუქრებოდა, რაც მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ამავე სოფელში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1990 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.