შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7.000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 ლის 11 დეკემბერს ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ქართული ოცნების ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს”- აცხადებენ უწყებაში.

