თელავის მუნიციპალეტის სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ. ისინი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის და ნათესავების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოკლული რადიმ ყურბანოვის მამის თქმით, მისი შვილის მკვლელობა, 10 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ვითხოვთ, რომ ოჯახი და მთელი მათი საგვარეულო გადასახლდეს ამ […]
კატეგორია: სამართალი
მერაბ კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო – რას ამბობენ ექსპერტები
4 თებერვალს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე სასამართლომ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ემზარ გავაშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო. შსს-ს საექსპერტო ბიუროს ექსერტმა ირაკლი სარდაძემ ასევე განაცხადა, რომ კვირიკაშვილს შეჯახების თავიდან აცილება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეეძლო. ავტოსაგზაო შემთხვევა […]
გორში მამაკაცმა ცოლს ქვაბი და შეშა ესროლა – ”ვალების გამო გაღიზიანებული ვიყავი”
შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების დროს ქვაბი და შეშის ნაჭერი ესროლა. შემთხვევა 1 თებერვალს გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა. „ ბრალდებულმა კამათის დროს მეუღლეს სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მეტალის ქვაბი და შეშის ნაჭერი […]
“ჩემი შვილი უდანაშაულოდაა დაჭერილი”- თენგიზ ქობალიას ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი და ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ისინი პროკურატურასთან მივიდნენ და აქცია გამართეს. გამოძიება თენგიზ ქობალიას ედავება, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და ვიცემერის, გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ქობალიას დაცვის მხარე, მისთვის […]
“არ გვინდა, მამა გიორგი მიცვალებული გამოვიყვანოთ ციხიდან“
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებს იწყებს. როგორც “ნიუპოსტს” დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირი 2 წელია ზიარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მამალაძეები ამბობენ, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთლობის მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. “2 წელია, რაც დეკანოზე სასჯელს იხდის, საპატრიარქოში არსებული გარკვეული ჯგუფისა და ხელისუფლების დახმარების […]
წყალტუბოში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხა
წყალტუბოში მაღაზია გაქურდეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტი და 300 ლარამდე თანხა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთავი 2
61-ე საჯარო სკოლაში პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული. შელაპარაკება ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა. როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან. სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.
პოლიციამ უკრაინიდან საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით 24 წლის ქალი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ე.წ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებული ქალისგან 158 შეკვრად დაფასოებული “მეტადონის” და “მეტამფეტამინის” შემცველი ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს. […]
ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს – გირაო
აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს გირაო, ხოლო ერთს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ზურაბ სოლომნიშვილს, რომელსაც გამოძიება ფარული ჩანაწერის იუთუბზე განთავსებას ედავება. აღკვეთის ღონისძიების სახით ირმა ხოროიშვილს – 10.000 ლარის, ინგა ხოროიშვილს – 2.000 ლარის, სერგო ირემაშვილს – 5.000 ლარის, გიორგი ფარცვანიას – 5.000 ლარის, სპირიდონ სურამელს […]
ავარიის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის ჯარისკაცის მეოთხეკლასელი ძმა მარტო დარჩა
გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის: 18 წლის თორნიკე გიგუაშვილის, 17 წლის დათო ცოტნიაშვილის და 20 წლის გიორგი მერებაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 18 წლის ჯარისკაცი თორნიკე გიგუაშვილი იყო. თორნიკეს მამამ დაახლოებით ორი წლის წინ თავი ჩამოიხრჩო. დედა კი მეუღლესთან გაშორების შემდეგ სამუშაოდ თურქეთში წავიდა. გარდაცვლილ თორნიკე გიგუაშვილის მეოთხეკლასელ ძმას ახლა მარტო ცხოვრება მოუწევს. გუშინ, გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, […]










