საქართველოს შსს გერმანიაში მელორ ვაჩნაძის დაკავებას ადასტურებს

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძის გერმანიაში დააკავბას საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში უთხრეს, გერმანულმა მხარემ მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ მათ უკვე აცნობა, თუმცა შსს-ში არ ამბობენ, თუ რა ბრალდებით დააკავეს ვაჩნაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კი ვაჩნაძე ფეხსაცმლის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.