მცხეთის გზაზე ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

მცხეთის გზაზე ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლამცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცი, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა, გზაზე გადასვლას ცდილობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფორტუნა