კატეგორია: სამართალი

ადვოკატი ტაბატაძე – ”გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს”

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა. როგორც ტაბატაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, საღამოს წარუდგენენ. შესაბამისად, ადვოკატისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან ოფიციალურად ქსოვრელს. „მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება აირჩია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღიარებს დანაშაულს. […]

ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა – ძალადობაში ბრალდებული გეგა გეგეშიძე დუმილის უფლებას იყენებს

სპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალის მთავარი ფიგურანტი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც ირკვევა, ადვბოკატს ამ დრომდე არ უნახავს საქმის მასალები, შესაბამისად, ირმა ჭკადუა ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. “საქმის მასალებს არ გავცნობილვარ, რადგან ჯერ არ გადმომცემია. როგორც კი გავეცნობი გავაკეთებ განცხადებას”- აცხადებს ადვოკატი. არსებული ინფორმაცით, გეგეშიძე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება მას სისხლის […]

“არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი” – რას ყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი

გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი გოგონაზე ძალადობას უარყოფს. არკადი ზალაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ 4 წლის გოგონა ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისივე თქმით, ბავშვი ოჯახში აგვისტოში დაბრუნდა და ამის შესახებ პოლიციაც ინფორმირებული იყო. დაღუპული ბავშვის მამინაცვალი იმასაც ამბობს, რომ გოგონას დედაზე არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული. „რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა […]

ვინ არის მხატვარი თამარ მოდებაძე, რომელიც იტალიაში სასტიკად მოკლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ ხელმძღვანელი იტალიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თამარ მოდებაძე ნაწამებია.„კიდევ ერთი საშინელი უბედურება შემატყობინეს იტალიიდან ამ წუთებში. ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს… იმედია, სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ […]

იტალიაში ქართველმა ქართველი ქალი მოკლა – რა მოხდა ნეაპოლში

სასტიკი მკვლელობა იტალიაში – ნეაპოლში საქართველოს მოქალაქემ, სავარაუდოდ, ქართველი ქალი მოკლა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. ახალგაზრდას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს. მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ  ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. მან, სავარაუდოდ, მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა – დაკარგულია თანხა და საბუთები. ქალი მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში და […]

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს

სპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალის მთავარი ფიგურანტი – გეგა გეგეშიძე, დაკავებულია. გამოძიებამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო. გამოძიება ძალადობის მუხლით სამართალდამცველებმა შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყეს, სადაც ჩანდა, რომ ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურად გაუსწორდა ზურაბ დათუნაშვილს. როგორც ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, სასტიკად გაუსწორდა. სპორტსმენის თქმით, […]

ბათუმის სამხედრო ნაწილში სამხედრო დაჭრეს – ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

ბათუმის სამხედრო ნაწილში დაჭრილ სამხედროს ოპერაცია უტარდება. სამხედრო მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. სამხედროს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ბათუმის მედცენტრის ექიმის, გენადი გოლომონიძის, განცხადებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. „აღენიშნება იღლიის მხრის და წინა მხრის არეში ღია ჭრილობები, ნაფლეთი ჭრილობები, მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით. პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპისთვის უტარდება ოპერაცია საოპერაციო განყოფილებაში. […]

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პოლიციამ გარდაცვლილის მშობლები, ოჯახის წევრები და მოწმეები გამოკითხა. მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა.

”არ უცემია, გრიპი ჰქონდა” – რას ყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ოჯახის წევრი

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვლის დედა, ბაბულია ძავაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვი გრიპის გართულების შედეგად გარდაიცვალა და არა დედის ცემის შედეგად. “გრიპი ჰქონდა, ახველებდა… არ სცემდა, ხმაური რადგან გადიოდა, მეზობლები ამბობენ, რომ სცემდა ბავშვებს. გუშინ დაბანა და დააწვინა, დღეს კი გარდაცვლილი ნახა. ჩემი შვილი და რძალი პოლიციაში იმყოფებიან”- აცხადებს გარდაცვლილის მამინაცვლის დედა. მანამდე 4 წლის […]

”გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მშობლები მასზე ძალადობდნენ” – რას ყვებიან მეზობლები

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, […]