ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა – ძალადობაში ბრალდებული გეგა გეგეშიძე დუმილის უფლებას იყენებს

ერთწლიანი პატიმრობა ან ჯარიმა - ძალადობაში ბრალდებული გეგა გეგეშიძე დუმილის უფლებას იყენებსსპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალის მთავარი ფიგურანტი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც ირკვევა, ადვბოკატს ამ დრომდე არ უნახავს საქმის მასალები, შესაბამისად, ირმა ჭკადუა ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.
“საქმის მასალებს არ გავცნობილვარ, რადგან ჯერ არ გადმომცემია. როგორც კი გავეცნობი გავაკეთებ განცხადებას”- აცხადებს ადვოკატი.
არსებული ინფორმაცით, გეგეშიძე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.

მოგვიანებთ კი მედიაში სკანდალური ვიდეო გამოქვეყნდდა. კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება