რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ სკანდალური მასალა გაავრცელა. მან და მისმა მეგობრებმა ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში 4 ჰექტარზე გაშენებული კანაფის პლანტაცია აღმოაჩინეს. მათ თავიდან კადრები დრონით, 20 მეტრის სიმაღლიდან გადაიღეს. მერე პლანტაციაშიც შეძლეს შესვლა და იქ დასაქმებულებსაც გაესაუბრნენ. მათ აღიარეს რომ პლანტაციაშო ჰიბისკუს კანაბინუსი, იგივე კენაფი ჰქონდათ დათესილი. სავარაუდო კანაფის პლანტაციები […]
კატეგორია: სამართალი
მუხიანში 23 წლის მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა
ფეისბუკში ახალგაზრდა ქალმა მუხიანში მომხდარ ფაქტზე დაწერა. მისი თქმით, გობრონიძის ქუჩაზე უცნობი პიროვნება თავს დაესხა და მასზე იძალადა. „საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების. მინდა გაფრთხილდეთ, უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს, მტერს არ ვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე, რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს, ელექტროშოკის 4 დარტყმით […]
ადვოკატი თალაკვაძე – ”სასწრაფოს მძღოლს 27 გამოძახება ჰქონდა, ადამიანი დაღლილობისგან შეიძლება გაითიშოს”
არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია, – ამის შესახებ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წარუდგინონ. “იქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც გასარკვევია. მაგალითად ის, რომ 27 გამოძახება ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო […]
ვახტანგ წერეთელი თიბისის საქმეზე – “რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე”
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი და tv “პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. წერეთლის თქმით, მას აინტერესებს, რატომ არ დაიბარა საგამოძიებო ორგანომ ის პროკურატურაში მაშინ, როცა თავად ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები კომპანიების – შპს „სამგორი თრეიდის“ და შპს „სამგორი M”-ის „სოლიდურ წილს […]
პეკინზე 3-მა კაცმა მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდა – წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის სამკაულები
რამდენიმე საათის წინ, პეკინის 7 ნომერში საიუველირო მაღაზია “ფრანკო ფონტანა” გაქურდეს. წაღებულია დიდი რაოდენობით ნივთები, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათასი ლარია. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 3-მა დამნაშავემ კარი გატეხა და ისე შეაღწია მაღაზიაში. მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, კამერებზე დაფიქსირებულია, როგორ შედის 3 პირი მაღაზიაში და როგორ ძარცვავს მას. “კამერები მუშა მდგომარეობაშია და კადრები […]
ვეძისში ერთ ღამეში 15 მანქანა გაძარცვეს
თბილისში, ვეძისში ერთ ღამეში 15 მანქანა გაძარცვეს. დაზარალებულების თქმით, აღნიშნული შემთხვევები პირველი არ არის და ავტომობილების ჩამსხვრეული მინები ხშირად ხვდებათ. ისინი სათვალთვალო კამერების დაყენებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 ავტომობილის ძარცვას არ ადასტურებს. მათი თქმით, გაძარცვულია მხოლოდ 6 ავტომობილი. ნიუპოსტი
აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ცვლილებები რეგიონალურ სამსახურებს ეხება, რომლის ფარგლებშიც ხდება საკადრო გადაადგილებები. სხვა კონკრეტიკისგან უწყებაში თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რეგიონი, რომელსაც ცვლილება შეეხებო აჭარაა. კერძოდ, როგორც მედია წერს, აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვა, თუმცა რა ახალ პოზიციაზე გადავა ის, ჯერჯერობით უცნობია. ირაკლი ერისთავი აჭარაში […]
ცემა-ტყეპა გორის ცენტრში – ნაცემია მამაკაცი
ფიზიკური დაპირისპირება გორში – ქალაქის ცენტრში, ცაბაძის ქუჩაძე მდებარე სანოტარო ბიუროში დაწყებული ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემია მამაკაცი, დაზიანებები აქვს მიყენებული ქალსაც. მამაკაცს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებმა 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. რუსთავი 2
ტრაგედია ჭავჭავაძეზე – სასწრაფოს მძღოლს ბრალი წაუყენეს
სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი, რომელიც დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მუშებს დაეჯახა, უკვე დაკითხეს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მას ბრალი წარუდგინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასწრაფო დახმარების მძღოლი, შემთხვევის დროს მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძიება, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის მიმართ, ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო თბილისის სასწრაფო […]
პროკურატურა თიბისის წინააღმდეგ – ”ვიძიებთ 2008 წელს 17 მილიონი დოლარის სესხის „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M”-თვის გაცემას”
თიბისი ბანკის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში განცხადება გაკეთდა. უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ სააქციო საზოგადოების წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლით მიმდინარეობს და იგი 2008 წელს ბანკისგან გარკვეული კომპანიების მიერ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე 17 მილიონი აშშ დოლარამდე სესხის მიღებას უკავშირდება. „ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო თიბისი ბანკის, მისი კლიენტი […]










