კატეგორია: სამართალი

9 წლის გოგონას მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მამაკაცის მიერ 9 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ მუქარას იძიებს. უწყებამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღძრა, რაც იძულებას გულისხმობს. შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გამოკითხულია ბავშვი და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღეს არასრულწლოვანი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შვილს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

პოლიციის უფროსის მოადგილე კობა დვალიშვილმა პროკურორი სცემა – რა მოხდა ვანის რესტორანში

ვანში 11 იანვარს სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი ვანის რაიონში მდებარე რესტორან მასპინძელოში მოხდა, სადაც ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა, პროკურორი და მასთან ერთად მყოფი პირი სცემა. რესტორნის მფლობელი თენგიზ კაცაძე ყვება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ჩხუბი სამართალდამცველებს შორის გარე პერიმეტრზე დაიწყო. ”რაიონის პოლიცია იყო და პროკურორი სტუმრები, რესტორანში არავითარი […]

თბილისში ჰარდროკ კაფე გაქურდეს

თბილისში “ჰარდროკ კაფე” გაქურდეს. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კაფე მდებარეობს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ქურდობაში არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.

პეკინზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  ამ დრომდე უმძიმესი იყო. ექიმების ინფორმაციით, ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პეკინის გამზირზე სისხლიანი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა. მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. რუსთავი 2

დავით კირკიტაძე – ”მამაჩემზე გაფორმებული ჩემი სახლის გაყიდვა მოინდომეს”

დღეს პროკურატურა ამ საქმეს იმიტომ ჩაეჭიდა, რომ ასიამოვნონ ხელმძღვანელს, – ამის შესახებ დავით კირკიტაძემ საკუთარ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმისას განაცხადა. მან საკუთარი საქმის პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა. “მნიშვნელოვანია ეს საქმე ჩემთვის. გარდა სამართლებრივი კონტექსტისა, არის პოლიტიკური კონტექსტი. პროკურორმა რამდენჯერმე იცრუა და მოწმეების ჩვენებები სხვაგვარად წარმოაჩინა. ასევე, იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის, […]

”ისედაც დაკავებულ დავით კირკიტაძეს მეორედ ვერ დავაკავებთ” – რა უპასუხა მოსამართლე დარახველიძემ პროკურორს

11 იანვარს პროკურატურამ სასამართლოს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ხოლო მისი კუთვნილი ქონების აღსრულებაში გადაცემის შუამდგომლობით მიმართა. საქმე ეხება მისი გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებას. კერძოდ, პროკურორ გიორგი მიქანაძის განმარტებით, დავით კირკიტაძეს გირაო ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული, თუმცა, ვინაიდან ბრალდებულმა დაარღვია შეთანხმება, საჭიროა მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იქნას პატიმრობა. ამასთან, პროკურორმა […]

მუხიანში ქალის გაუპატიურებისთვის დაკავებული რობერტ ალადაშვილი შესაძლოა გლდანელი მანიაკი იყოს?

თბილისში, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული 23 წლის ბიჭი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული რობერტ ალადაშვილია. 34 წლის დაზარალებული ქალი ჰყვება, რომ გასული წლის 30 დეკემბერს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის საღამოს საფეხმავლო ბილიკის გავლით სახლში ბრუნდებოდა. შემთხვევა მუხიანში მოხდა. ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ის […]

ტრაგედია ვაკეში – სასწრაფოს მძღოლს 5.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე – სასწრაფო დახმარების მძღოლს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რომელიც სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება ადვოკატი. მისი თქმით, აუცილებელია დამატებითი ექსპერტიზების ჩატარება. ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. […]

“ელექტროშოკი მომადო, დავვარდი მუხლებით. ზურგით დამაგდო და იძალადა. ვტიროდი, ვყვიროდი”

თბილისში ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს. ის ელექტრო შოკით გათიშეს. შემთხვევა გლდანში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაზარალებული „კურიერს“ უყვება, რომ უცნობმა პირმა, რომელიც მას ქუჩაში ღამით აედევნა, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით გათიშა და შემდეგ მასზე იძალადა. ახალგაზრდა ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მის სხეულზე ძალადობის კვალი არსებობს. დაზარალებული მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „ახმეტელის მეტროდან რომ ამოვედი, გადმოვჭერი გობრონიძის ქუჩა, შევამჩნიე, […]

იაგო ნებიერიძის მობილურში ვიდეოში გამოსახულია ნანა ბერიაშვილი – შსს-მ გამოძიების მასალები გაასაჯაროვა

შსს 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. შსს-მ “პირველთან” საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებზე ისაუბრა. “გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ, არის მცდარი. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროვებთ ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და […]