აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვა

აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ცვლილებები რეგიონალურ სამსახურებს ეხება, რომლის ფარგლებშიც ხდება საკადრო გადაადგილებები. სხვა კონკრეტიკისგან უწყებაში თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რეგიონი, რომელსაც ცვლილება შეეხებო აჭარაა. კერძოდ, როგორც მედია წერს, აჭარის სუს-ის უფროსმა ირაკლი ერისთავმა თანამდებობა დატოვა, თუმცა რა ახალ პოზიციაზე გადავა ის, ჯერჯერობით უცნობია.

ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ფაქტობრივად, ამ უწყების შექმნიდანვე, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.