კატეგორია: სამართალი

ვის ემუქრება თიბისი – “პროკურატურამ 2008 წლის საბანკო ოპერაციაზე ამოიღო დოკუმენტაცია”

თიბისი ბანკში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ბანკის მენეჯმენტი საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც M2B უცვლელად გთავაზობთ: “8 იანვარს, გვიან საღამოს, რამოდენიმე მედია პორტალმა გაავრცელა მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყავნი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას. ცხადია, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს – თიბისი ბანკს – ადგილობრივ […]

რეზო ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მანამდე საქმის გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც […]

ანი მიროტაძე – “თიბისის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ომეგას სკანდალის გამო დაიწყო”

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე დაწყებულია ე.წ. ომეგას სკანდალის ქეისით,“ – ეს განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო 2020-ის დამფუძნებელმა, ანი მიროტაძემ, TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ გააკეთა. ანი მიროტაძე  სწორედ ომეგა ჯგუფის საქმეს უკავშირებს მამუკა ხაზარაძის და TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. მიროტაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს და ასევე მის საბანკო სფეროს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესებზე. მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე მამუკა ხაზარაძის […]

თელეთში დედამ შვილი დაჭრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ურთიერთდაპირისპირებისას შვილმა დედას სხეულზე დაზიანებები მიაყენა. როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის საქმეში, იაგო ნებიერიძის გარდა, სხვა პირებიც ფიგურირებენ?

გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე ოჯახი, თითქმის, სამი თვეა, ოფიციალური უწყებებისგან პასუხს ელის, თუ როგორ და რა ვითარებაში მოკლეს ბავშვი და რამდენი პირი მონაწილეობდა სასტიკ დანაშაულში. ბერიაშვილების ოჯახს სამართალდამცველებმა დღეს შეატყობინეს, რომ გამოძიების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საკმარისი მტკიცებულებები არც იაგო ნებიერიძის წინააღმდეგ არსებობდა, ამიტომ მოსამართლეს ბრალდებულისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივება კიდევ ორი თვით […]

პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკიდან ამავე ბანკის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საქმის გარშემო არსებულ დეტალებს საგამოძიებო ორგანო ჯერჯერობით არ ავრცელებს. „გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, […]

გორში ბებიამ 9 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახა

გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს სოფელ ბერბუკში მოხდა. ჩვილი გარდაცვლილი ბებიამ დილით ნახა. უცნობია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის დედა კლინიკაშია მოთავსებული და პატარა ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. ბავშვის ცხედარი ექსპერტზიის ბიუროშია გადასვენებულია. როგორც შსს პრესსამსახურეში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ნიუპოსტი

თბილისში პატრულ-ინსპექტორი დაჭრეს

თბილისში პატრულ-ინსპექტორი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, მაგრამ მიზეზები არ კონკრეტდება. დაჭრილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. სამართალდამცავი 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭრა. შსს-ს ინფორმაციით 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველო აწარმოებს. ნიუპოსტი

დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნეს-საქმიანობა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს

თაბორის მთაზე „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას ბიზნეს საქმიანობის შესწავლის მიზნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას მიმართა. „კურიერში“ გასული რეპორტაჟის საფუძველზე, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პროკურატურისგან მოითხოვს ბექა ოდიშარიას მიერ თაბორის მთაზე დაგეგმილი მშენებლობის შესწავლას. ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ოდიშარიამ საკუთარი გავლენების გამოყენებით მიიღო მშენებლობის ნებართვა, რადგან მან თავდაპირველ მოთხოვნაზე 2014 წელს უარი მიიღო. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” […]

თიანეთში მომხდარი ორმაგი მკვლელობისთვის დათო პატურაშვილია დაკავებული

2 იანვარს, ბედობას, დაბა თიანეთში მძიმე დანაშაული მოხდა – მოკლულია ორი ადამიანი, ერთმა კი, მძიმედ დაჭრილმა 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილმა, თიანეთის საავადმყოფოში მისვლა შეძლო. ექიმი ალექსანდრე გორდელაძე ამბობს, რომ დაჭრილი ნასვამი იყო: “მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრისა და ლავიწის ძვლები. პაციენტი მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ კი არაფერი უთქვამს, არც ის უთქვამს, რა […]