პეკინზე 3-მა კაცმა მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდა – წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის სამკაულები

პეკინზე 3-მა კაცმა მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდა - წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის სამკაულებირამდენიმე საათის წინ, პეკინის 7 ნომერში საიუველირო მაღაზია “ფრანკო ფონტანა” გაქურდეს. წაღებულია დიდი რაოდენობით ნივთები, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათასი ლარია. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 3-მა დამნაშავემ კარი გატეხა და ისე შეაღწია მაღაზიაში.

მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, კამერებზე დაფიქსირებულია, როგორ შედის 3 პირი მაღაზიაში და როგორ ძარცვავს მას.

“კამერები მუშა მდგომარეობაშია და კადრები ამიღებულია” – უთხრა რუსთავი 2-ს “ფრანკო ფონტანას” წარმომადგენელმა.

პეკინზე 3-მა კაცმა მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდა - წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის სამკაულები

მაღაზიის წარმომადგენელი

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კამერის ჩანაწერები და გამოკითხეს თანამშრომლები.

პეკინზე 3-მა კაცმა მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდა - წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის სამკაულები