მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. “ბახალას” საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით მიმართა. “ბახალამ” საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება აბსურდულია. მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წარდგენილი. ამავე საქმეზე დაკავებული ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. […]
კატეგორია: სამართალი
“სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის” – ბახალას სიტყვა სასამართლოზე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით ბრალდება აბსურდულია. “ბახალამ” მოსამართლეს უთხრა, რომ დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა და ოჯახს, კარიერას არ გაწირავდა. “ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ მქონია. ასე რომ არ იყოს, პროკურორის საპროცესო […]
გორში 75 წლის ქალი მოკლეს – მას თავში აქვს ჩარტყმული
გორის ცენტრში მკვლელობა მოხდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მკვლელობა სტალინის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული 75 წლამდე ქალია, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მამუკა ჩოქურის “ტოიოტა პრადო” კაპიუშონიანმა პირმა დაწვა – რა დააფიქსირეს სათვალთვალო კამერებმა
პოლიტიკური შურისძიება თუ კრიმინალური გარჩევა – თბილისში სამგორის ყოფილი გამგებლის მანქანა დაწვეს. ცეცხლი მამუკა ჩოქურის Toyota Prado-ს დღეს გამთენიისას წაუკიდეს. ეს ჩოქურის ავტომობილის დაწვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად სამგორის ყოფილ გამგებელს ავტომობილი სამი წლის წინ დაუწვეს. მამუკა ჩოქური მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. ჩოქური ამბობს, რომ მას უთანხმოება არ აქვს არც ბიზნესპარტნიორებთან, შესაბამისად მისთვის უცნობია, რა […]
სპორტის სასახლესთან მამუკა ჩოქურის მანქანა დაიწვა – რას ამბობს სამგორის ყოფილი გამგებელი
გამთენიისას სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის მანქანა დაიწვა. შემთხვევა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვერნაძის ქუჩაზე, ყოფილი გამგებლის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ტოიოტას მარკის ავტომობილი სრულად დაიწვა, მიზეზი უცნობია. მამუკა ჩოქურის განცხადებით, ის უკვე გამოკითხეს ექსპერტ კრიმინალისტებმა და დაწყებულია გამოძიება. „ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზს დილით დაიწვა ექვსის ნახევარზე. არ ვიცი იყვნენ ექსპერტ კრიმინალისტები და დაადგენენ,“-ამბობს ჩოქური. რუსთავი 2
ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლე გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მურუსიძეს საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მანამდე კი მოსამართლეს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება გახმაურებული სამეები. მან 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირა. დღეს მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა […]
ლევან მურუსიძე – ”მე სასამართლოს ლიდერი ვარ”
გახდება თუ არა ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლე – სკანდალური მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კითხვებს პასუხობს. გასაუბრების პროცესი საჯაროა. მთავარი კითხვები სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას და სანდრო გირგვლიანის საქმეს ეხება. გასაუბრების განმავლობაში მურუსიძეს შეკითხვებს მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრები უსვამენ, მოსამართლე წევრებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ ისინი კარგად იცნობენ მურუსიძეს და მის საქმიანობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა […]
ლევან გოგიჩაიშვილი – “ლევან მურუსიძე მორალურ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს”
იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უვადოდ დანიშნული მოსამართლე მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამ კრიტერიუმებს მურუსიძე ვერ აკმაყოფილებს. „ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ საკითხის განხილვისგან, ვიდრე მკაცრად არ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, […]
ფონიჭალაში შუახნის კაცი მოკლეს
ფონიჭალაში სწრაფი კვებისთვის განკუთვნილ ჯიხურს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს. არსებული ინფორმაციით, იქ ცოტა ხნის წინ შუა ხნის კაცი მოკლეს. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს. ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიებ117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო […]
ქართველი ქურდი კახა გალსკი რუსეთში „ქალთა ზონაში“ ჰყავთ
ქართველი კანონიერი ქურდი კახა ფარფალია (გალსკი) კვლავ გისოსებს მიღმა რჩება. ფარფალიას სამეგობრომ მილიონი დოლარი გამოყო მისი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ და მას შემდეგ, რაც ქრთამს ხელი არ მოჰკიდეს, სასამართლოზე ფარფალიას გამოშვება თავდებით ითხოვეს და რუსული მართლმსაჯულებისთვის მაქსიმალური თანხა – მილიონი დოლარის გირაო შესთავაზეს. „ხომ გჯერათ, რომ ეს მილიონი მანამდე მოსამართლეებს კულუარულად შესთავაზეს, მაგრამ მათ ხელი არ […]










