ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლე გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
მურუსიძეს საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მანამდე კი მოსამართლეს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.
ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება გახმაურებული სამეები.
მან 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირა.
დღეს მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
ის ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა რეზონანული საქმეების მოსამართლეც.

