“სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის” – ბახალას სიტყვა სასამართლოზე

"სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის" - ბახალას სიტყვა სასამართლოზეგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.

მისი თქმით ბრალდება აბსურდულია. “ბახალამ” მოსამართლეს უთხრა, რომ დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა და ოჯახს, კარიერას არ გაწირავდა.

“ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ მქონია. ასე რომ არ იყოს, პროკურორის საპროცესო შეთანხმებას დავთანმდებოდი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია.

ასეთი უმორალო და წაშლილი ადამიანი არასდროს შემხვედრია… თითქოს, ჯაბა ხულორდავას ნარკოტიკული საშუალება გადავეცი, პოლიციის ვერსიაა. სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება. მე ასე თუ ისე ვიტან ამ ყველაფერს, მაგრამ ოჯახის წევრებს რომ ვუყურებ, არ მინდა დავუშვა, რომ ჩემ მიმართ კიდევ რამე არაადეკვატური მოხდება”, – განაცხადა გიორგანაშვილმა.