კატეგორია: სამართალი

პაპუნა ბახტაძე – ”ხაჩატურ მანკასარიანს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია”

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 20 წლის ხაჩატურ მანკასარიანი ამ დრომდე რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში რჩება. სასჯელაღსრულების სამსახურის წვევამდელს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მანკასარიანს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. „შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 20 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა  ტრავმოგემორაგიული შოკი, ცეცხლსასროლი ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, საკმაოდ რთული. აღმოჩნდა ცეცხლსასროლი გამჭოლი […]

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე კაფე გაქურდეს

რამდენიმე ხნის წინ, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფე გაქურდეს. მომხდარი ფაქტის შედეგად ჩამსხვრეულია კაფის მინა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დგინდება ზარალის ზუსტი რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

რუსთავში ციხის მორიგე ხაჩატურ მანკასარიანმა თავის მოკვლა სცადა – ვიდეო

29 დეკემბერს რუსთავში დაიჭრა 20 წლის მამაკაცი. ახალგაზრდა წვევამდელია და ის სამხედრო სავალდებულო სამსახურს რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა. ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იქნა მიყენებული. დაშავებული მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ღია ჭრილობა მუცლის მიდამოებში და ასევე წელში. ამიტომ მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. „მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ […]

3 შვილის დედა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს – ნინო ყიფშიძე შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა

სამი შვილის დედა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ნინო ყიფშიძე შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. გემატომები ოჯახისთვის პირდაპირი ნიშანია, რომ 31 წლის ქალი წამებით არის მოკლული. პოლიცია კი საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, რაც ყიფშიძეების ოჯახის პროტესტის მიზეზი ხდება. ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრის ოჯახში გადასვენების შემდეგ მამამ საკუთარი თვალით ნახა ის დაზიანებები, რომელიც მის ქალიშვილს […]

33 ათასი ლარის გამო ახალქალაქში დედა და მისი 3 შვილი მოკლეს

33 ათასი ლარის გამო ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი მოკლეს. მძარცველები ოჯახში ღამით ფანჯრიდან შევიდნენ. 37 წლის ოფელია, 15 წლის ასია, 10 წლის არმინე და 5 წლის სერგეი ერთ დღეს მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი მოუკიდეს – უმძიმესი კრიმინალური ისტორია უკვე ორი წელია, გამოუძიებელია. ვაღარშაგ ქაჩოტიანის, რომელმაც მთელი ოჯახი დაკარგა, სამართლიანობის აღდგენას უშედეგოდ […]

პეკინზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, პეკინის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მამაკაცი, თუმცა, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა ლომბარდთან მოხდა. მეორე ვერსიით კი, მე-10 სართულზე მდებარე ბინაში მინა ჩაიმსხვრა და ახალგაზრდა მამაკაცს ფეხი დაუზიანდა. თუმცა, ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. როგორც ცნობილია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება […]

ანა სუბელიანი: „იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74.250 ლარი დაუჯდა “

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეთავაზებას დათანხმდა და უწყებასთან დავა შეწყვიტა. ” იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის […]

ოქროს საყურისთვის ქალმა ქალი მოკლა – ლილი დათუკიშვილის მკვლელობისთვის მისი მდგმური დააკავეს

გორში 74 წლის ლილი დათუკიშვილის მკვლელობის მიზეზი ოქროს ნივთის მოპარვა გახდა. პოლიციამ 50 წლის ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული […]

სპორტის სასახლესთან მამუკა ჩოქურის კი არა, მისი ცოლის, ეკა მგალობლიშვილის, მანქანა დაწვეს – “რა გინდა, მანიაკო!”

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 დეკემბერს დილით სპორტის სასახლესთან სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის, ტოიოტა პრადო დაწვეს. რეიტინგის ცნობით კი ეს მანქანა მამუკა ჩოქურს კი არა, მის მეუღლეს, სილამაზის კონკურსების ორგანიზატორს, სამოდელო სააგენტო “კატრინის” დამაარსებელ ეკა მგალობლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ეკა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ირკვევა მგალობლიშვილს ავტომობილის დაწვა ოთხი წლის წინაც სცადეს, თუმცა […]

”ფულს აქეთ დავამატებდი, ოღონდაც ნუ მოგკლავდნენო“ – გორში კლინიკის 70 წლის ექთანი ლილი დათუკიშვილი მოკლეს

გორის კლინიკის 70 წლის ექთანი მოკლულია. „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილის თანამშრომლები ჩაწერა. მათი თქმით, ბინიდან, სადაც ლილი დათუკიშვილის ცხედარი იპოვეს, წაღებულია ფული. სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი ქურდობა იყო, თუმცა ვერსიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ. უწყებაში ადასტურებენ, რომ 70 წლის ქალი მოკლულია, რომლის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. “კურიერის” ინფორმაციით, ლილი დათუკიშვილი ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად არის მოკლული. […]